ამერიკელი აგენტების “დესანტი” ლიბიაში

  10:44:30     28-03-2011

ამერიკელი სამხედროები და ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს აგენტები, ლიბიის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

 

როგორც აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი დევიდ ჰანტი იტყობინება, მასშტაბური იერიშების წარმატება ლიბიის ტერიტორიაზე, შეუძლებელია ხმელეთზე მყოფი სპეციალისტების დახმარების გარეშე.

 

პოლკოვნიკმა აღნიშნა, რომ სამხედროები და მზვერავები ქვეყანაში უკვე ათი დღეა რაც იმყოფებიან. ეს ინფორმაცია აშშ-ის არმიის ვიცეპოლკოვნიკმა ტონი შეფერმაც დაადასტურა.

 

თუმცა, თეთრი სახლი უარყოფს, ლიბიაში სახმელეთო ოპერაციის ჩატარების გეგმის არსებობას. შეგახსნებთ, რომ ამის შესახებ, მცირე ხნის წინ, თავად ბარაკ ობამამ განაცხადა.

 

ობამამ ტრადიციულ, ყოველკვირეულ ინტერნეტ მიმართვაში ნაციისადმი, აღნიშნა, რომ საერთაშორისო კოალიციის ოპერაცია, ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად, წარმატებით მიმდინარეობს.