თავდაცვის მინისტრი ესტონეთის გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა
12:46:29     21-09-2015
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ესტონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ რიჰო ტერასს შეხვდა.
ესტონეთის დელეგაციასთან თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.
„ესტონეთის შეიარაღებული ძალები ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ინტენსიური და მჭიდრო კომუნიკაცია ემსახურება ჩვენი შეიარაღებული ძალების ეფექტიანობის ზრდას, ნატოსთან თავსებადობის მაქსიმალური ნიშნულის მიღწევას. ამავდროულად, ბუნებრივია, როდესაც მეგობარი ქვეყნის მთავარი სამხედრო გყავს ქვეყანაში სტუმრად, იქ სხვა პოლიტიკურ თემებზეც არის საუბარი. საქართველოს ყველაზე დიდი მხარდაჭერა ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან აქვს და გახშირებული ვიზიტები ამ მეგობრობასა და პარტნიორობას ადასტურებს“, — განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.