ყელში, მუცელსა და ზურგში დაჭრილი პატრულის მდგომარეობა მძიმეა

  10:52:48     21-09-2015

გვიან ღამით, ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი პატრულის მდგომარეობა უმძიმესია. პოლიციელი მოვალეობის შესრულების დროს დანით, ყელში, ზურგსა და მუცელში დაჭრეს. დაჭრილი ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციების მიუხედავად, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. 

"პრესა.ჯი" ჯერ კიდევ გუშინ, წერდა გლდანში მომხდარი კრიმინალური შემთხვევის შესახებ. ჩვენთვის ცნობილი გუშინვე გახდა რომ პატრულის თანამშრომელს, მოვალეობის შესრულების მომენტში ზურგიდან უცნობი მიუახლოვდა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. თუმცა, ამ მომენტამდე უცნობია დანაშაულის მოტივი. მიუხედავად იმისა რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია. 

დღეს, დაჭრილი პოლიციელი შს მინისტრმა მოინახულა. მან კლინიკა უკომენტაროდ დატოვა.