გლდანში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს

  00:29:58     21-09-2015

დაჭრა გლდანში. ახმეტელის მეტროს შესასვლელთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს.

პატრულის თანამშრომელი მეტროს შესასვლელთან ქალბატონს ესაუბრებოდა. ამ დროს მას უკნიდან უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და ყელის და ზურგის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

პატრული მძიმე მდგომარეობაშია. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.