ფოთში მამაკაცმა 18 წლის შვილი და 20 წლის გოგონა დაჭრა
21:52:47     20-09-2015
შემთხვევა მოხდა ფოთში: მამაკაცმა თავისი18 წლის შვილი და მასთან ერთად 20 წლის გოგონა დაჭრა. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც 18 წლის ბიჭმა სათამაშო აპარატთან თამაშის დროს გარკვეული ოდენობის თანხა წააგო. ამის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალგაზრდის მამა გამოჩნდა და ვითარება დაიძაბა.
მამაკაცმა სათამაშო აპარატებისა და ახლოს მდებარე მაღაზიების წარმომადგენლებს ჯერ სიტყვიერი, შემდგომ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჩხუბის დროს 18 წლის ბიჭის მამამ 20 წლის გოგონა დაჭრა.
დაჭრილი გოგონა ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
18 წლის ბიჭმა კი ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.