წყნეთში შემთხვევითი გასროლით მოზარდი მოკლეს

  19:08:27     19-09-2015

წყნეთში პეინტბოლის ტერიტორიაზე მოზარდის მოკლეს. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, გამოძახებაზე მისულებს ბავშვი მომაკვდავი დახვდათ და ექიმებმა ის კლინიკა დოქტორ ჰაუსში გადაიყვანეს, სადაც მოზარდი გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი ახალგაზრდა ცეცხსასროლ იარაღს წმენდა, რა დროსაც ტყვია გაუვარდა და ის მოზარდს მოხვდა.

პეინტბოლის ტერიტორია ექსტრემალური, სპორტული თამაშისათვის განკუთვნილი ადგილია, სადაც საბრძოლო ქმედების იმიტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სპეციალური საღებავების მსროლელი იარაღებით შეჯიბრი.