ფრანგული გულიაში

  10:13:09     28-03-2011

მასალა: ძროხის მჭლე ხორცი, ცხვრის და ღორის ხორცი (რბილი ნაჭრები) – 250 გრამი, ლორი – 150 გრამი, ხახვი – 1 თავი, დანაყილი ნიორი – 5 ჩაის კოვზი, მწვანე და შავი ზეთისხილი, კურკების გარეშე – 1 ჩაის ჭიქა, დაკონსერვებული მწვანე ბარდა წიწაკით – 1 სუფრის კოვზი, კონიაკი – ნახევარი ჩაის ჭიქა, სქელი ნაღები – 250 გრამი, წითელი მშრალი ღვინო – 500 გრამი, წვრილი ქიშმიში – ნახევარი ჩაის ჭიქა, ურცი – ნახევარი ჩაის კოვზი, ზეთი – 2 სუფრის კოვზი, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.

 

პატარა კუბიკებად დაჭრილი ლორი შევწვათ ზეთში. ასევე დაჭრილი ხორცი პორციებად შევწვათ. ამავე ცხიმში მოვხრაკოთ დაჭრილი ხახვი და ნიორი. დავასხათ ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი და ავადუღოთ. შემდეგ, ხორცი, ხახვი და ნიორი მოვათავსოთ ქვაბში, დავამატოთ ზეთისხილი, ქიშმიში და ურცი. დავასხათ ღვინო და ვადუღოთ ქურაში, 200 ცელსიუს გრადუსზე, 40 წუთი. დავამატოთ ბარდა, ნაღები, კონიაკი, პილპილი, მარილი და კიდევ 15-20 წუთი ვადუღოთ. გულიაში მივირთვათ სოუსთან ერთად. გარნირად შეგვიძლია მივაყოლოთ ბრინჯი ან ახალი ბოსტნეულის სალათა.