შოკოლადის კრემი

  10:12:07     28-03-2011

მასალა: შოკოლადი – 100 გრამი, კვერცხი – 3 ცალი, გამდნარი კარაქი – 5 სუფრის კოვზი, შაქარი – 5 სუფრის კოვზი, ფორთოხლის გახეხილი კანი – 1 სუფრის კოვზი, კრემი შანტილი – ნახევარი ჩაის ჭიქა.

 

გამდნარ შოკოლადს დავუმატოთ კარაქი, შაქარი და ავურიოთ. კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან გავაცალკევოთ. გულები ავთქვიფოთ, შოკოლადის ნაზავთან ერთად, დავამატოთ ფორთოხლის კანი და ავურიოთ. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა. შემდეგ დავუმატოთ შოკოლადის ნარევს და ჩავასხათ ფორმაში. გავაცივოთ. მირთმევამდე, გავაფორმოთ კრემ შანტილით, შოკოლადით და ფორთოხლის კანით.