შსს-მ კახეთში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინა
12:35:21     16-09-2015
შსს-ს ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
როგორც დეპარტამენტი იუწყება, სამართადამრღვევი გადამფრენ ფრინველზე, ნადირობისათვის განკუთვნილი სათანადო ლიცენზიის გარეშე ნადირობდა.
აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.