აფხაზეთში ქართველი მოკლეს - ოჯახს ცხედრის გადმოსვენების უფლებას არ აძლევენ

  11:36:44     15-09-2015

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ქართველი მოკლეს. 39 წლის რობერტ ზაქარაიას გვამი ტყვარჩელში იპოვეს. ზაქარაიას 7 ტყვია აქვს მოხვედრილი – სამი თავის და ოთხი გულის არეში.

ირკვევა, რომ რობერტ ზაქარაია წარმოშობით ოჩამჩირედანაა და აფხაზეთში ნათესავებთან იყო ჩასული. დევნილობაში ის წყალტუბოში ცხოვრობდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი.

აფხაზები არ აძლევენ მოკლულის ოჯახს ცხედრის გადმოსვენების უფლებას და თავად აპირებენ მის ადგილზე დასაფლავებას.