ემირ კუსტურიცა კანის კინოფესტივალის ჟიურიში
10:59:00     26-03-2011
სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა, კანის კინოფესტივალზე პროგრამა “Un Certain Regard” – ის ჟიურის უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფესტივალის საიტი ავრცელებს.
საიტისვე ინფორმაციით, ძირითადი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე რობერტ დე ნირო გახდება. ჩვეულებისამებრ, ცალკე წარიმართება მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსიც.
როგორც ცნობილია, “Un Certain Regard” პარალელური პროგრამაა, რომელიც კინოექსპერიმენტებს ეძღვნება. ტრადიციისამებრ, ის ოცი კინოსურათისგან შედგება. გასულ წელს, პროგრამის მთავარი პრიზი სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ჰონ სან-სუს ფილმს “ჰა-ჰა-ჰა” –ს გადაეცა.
კანის წლევანდელი, რიგით 64-ე კინოფესტივალი 2011 წლის 11-დან 22 მაისამდე ჩატარდება.