სამართალდამცველებმა თბილისში კოკაინი და მარიხუანა ამოიღეს

  11:19:47     11-09-2015

ორ კილოგრამამდე კოკაინი და 15 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს სამართალდამცველებმა თბილისში.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და გასაღების ბრალდებით დაკავებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით კი ნიგერიის მოქალაქე.

ნარკოტიკული საშუალება დუბაი-თბილისის რეისით შემოიტანეს საქართველოში.