რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო ბაზას აშენებს - რა გეგმები აქვს პუტინს?
10:12:54     11-09-2015
სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, რუსეთმა, უკრაინის საზღვართან, 300 ჰექტარზე სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო.
როგორც გამოცემა იუწყება, რუსეთმა მძლავრი სამხედრო ბაზის აგება დაიწყო ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვართან. "როიტერსის" თანახმად, მუშებმა 7 სექტემბერს უკვე შემოავლეს ღობე სამშენებლო უბნის პერიმეტრზე პატარა ქალაქ ვალიუკიში.
მშენებლობის გეგმის მიხედვით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ბაზის აშენებას აპირებს 300 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელზეც განთავსდება სამხედრო ყაზარმები 3500 ჯარისკაცზე, საწვრთნელ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სასრიალო მოედნითა და საცურაო აუზით.
რუსეთის სამხედრო უწყება ბაზას ქვეითების, არტილერისტების, მეზენიტეებისა და ტანკის მძღოლ-მექანიკოსების გასაწვრთნელად გამოიყენებს. .