ლიბიის კრიზისმა ფრანგული იარაღის ექსპორტი შეამცირა

  10:47:27     26-03-2011

საფრანგეთის შეიარაღების ექსპორტმა, ბოლო ორ წელიწადში, მნიშვნელოვნად იკლო. “Defense News” – ის მონაცემებით, რომელიც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა, გასულ და მიმდინარე წელს, 2009 წელთან შედარებით, ექსპორტი 8,16 მილიარდი ევროთი შემცირდა.

 

ამის მიზეზი რამდენიმე კონტრაქტის გადავადება გახდა, რომელიც 2011 წელს უნდა დასრულებულიყო. ასეთ კონტრაქტთა შორისაა, ხელშეკრულება ლიბიასთან, რომელიც ფრანგებისგან 14 მოიერიშის, “Dassault Rafale” – ის შეძენას გეგმავდა.

 

მოლაპარაკებები უკანასკნელ დრომდე გრძელდებოდა, თუმცა განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა კონტრაქტი საბოლოოდ ჩაშალა.

 

2009 წელს, ფრანგული იარაღის ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მაშინ მსხვილი გარიგება მოხდა ბრაზილიასთან, რომელმაც ოთხი “Scorpene” – ის კლასის წყალქვეშა გემი შეიძინა.