საერთაშორისო სახლი ინგლისური ენის კურსებზე მიღებას იწყებს

  11:33:31     10-09-2015

 საერთაშორისო სახლი ახალი მსმენელების მიღებას იწყებს. ახალი სასწავლო კურსი 15-16 სექტემბერს იწყება. ცენტრში ინგლისურის შესწავლა თანამედროვე მეთოდით მიმდინარეობს. სწავლებისას ყურადღება ექცევა როგორც გრამატიკის, ასევე  საკომუნიკაციო ინგლისურის შესწავლას. ეს კი სტუდენტებში ხელს უწყობს ინგლისურად მეტყველების უნარის განვითარებას. ინგლისურის შესწავლისას გამოიყენება დისკუსიები, როლური თამაშები და ვიქტორინები, რაც სწავლის პროცესს უფრო ეფექტურს ხდის.

 ცენტრში შესაძლებელია ზოგადი ინგლისურის შესწავლა. მსმენელებს სასწავლო კურსის შემდეგ უნვითარდებათ მეტყველების, გამოთქმის, კომუნიკაციის უნარი. საერთაშორისო სახლში ინგლისური ენის 8 დონეა. ერთ დონეზე სწავლის ხანგძლივობა 4 თვე გრძელდება.

  საერთაშორისო სახლში ასევე შესაძლებელია ბიზნეს ინგლისურის შესწავლა, პროფესიული კურსები ფინანსების, ჟურნალისტიკისა და მედიცინის სფეროებში. საერთაშორისო გამოცდებისათვის მომზადება. ინგლისურის კურსი ბავშვების და მოზარდებისათვის. ინგლისურის შესწავლის მსურველებს ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ ონლაინ ჩარიცხვა. ისინი ონლაინ გაივლიან ენის ცოდნის დასადგენ ტესტს და აირჩევენ სასურველ სასწავლო კურსს.