
Dekori.ge - მაღალი ხარისხის საკანცელარიო ნივთები
11:31:14     10-09-2015
საკანცელარიო ნივთები მომხმარებლებს ონლაინ შეუძლიათ შეიძინონ. კომპანია დეკორს საკანცელარიო ნივთების ფართო არჩევანი აქვს და მომხმარებლებს ადგილზე მიტანის სერვისსაც სთავაზობს. საკანცელარიო ან პოლიგრაფიული პროდუქციის შეძენის მსურველებს დეკორის ვებგვერდზე dekori.ge შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის საჭირო პროდუქცია და ინტერენეტის საშუალებით შეიძინონ.
დეკორში საკანცელარიო პროდუქციის დიდი არჩევანია; ასაკინძი საშუალებები, საწერი ინსტრუმენტები, საქაღალდე, კონვერტი, ქაღალდის პროდუქცია, საჭრელი, სახატავი საშუალებები და სხვა. დეკორი 400 ლარზე მეტი ღირებულების შეძენისას მომხმარებლებს უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობს.
დეკორი უკვე დიდი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და მომხმარებლებს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას აწვდის; ,,Koehler, UPM, APP, Bilt, Stanger, Foska, Montex, Paperline.’’ კომპანია მუდმივად ანახლებს საკანცელარიო ნივთებს და მომხმარებლებს მაღალ სერვისს აწვდის. დაზოგეთ დრო და შეიძინეთ ოფისისთვის საჭირო პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად.