რამდენი გადაიხადა "მამულიჩამ" თავისუფლებისთვის - პროკურატურა ცნობას აქვეყნებს

  02:39:05     10-09-2015

გავრცელებული ინფორმაციით, პროდიუსერ კახა მამულაშვილს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, პატიმრობა 15 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

"დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლა. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და ბრალდებულ კახა მამულაშვილს პატიმრობა 15000 ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალა. მამულაშვილს დამატებითი ღონისძიების სახედ დაევალა პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარება, ასევე ათ დღეში ერთხელ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადების ვალდებულება", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

პროკურატურისვე ინფორმაციით, მორიგი სასამართლო პროცესი 23 სექტემბერს არის ჩანიშნული.