ირაკლი ფირცხალავა: "ვვარაუდობდი, რომ ნაფიც მსაჯულებზე განხორციელდებოდა ზეწოლა"
17:19:31     08-09-2015
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ირაკლი ფირცხალავა იმ სატელეფონო მუქარას გამოეხმაურა, რომელიც რამდენიმე დღის უკან ირაკლი ქადაგიძის პირად მობილურ ტელეფონზე განხორციელდა. ფირცხალავა დაინტერესდა, არის თუ არა საქმე აღძრული, რა მუხლით და რა ეტაპზეა გამოძიება.
„თქვენო ღირსებავ, მე მინდა, თქვენ და საზოგადოებას მოგაწოდოთ ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რატომ ვთქვი წინა სასამართლო სხდომაზე უარი მესარგებლა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით. უარი ვთქვი იმ მოტივით, რომ არ მინდოდა პატიოსანი მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრების საფრთხეში ჩაგდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან დაპირისპირებული მხარეა კრიმინალური სამყარო და მათი წევრები. დიდი ალბათობით ვვარაუდობდი, რომ ნაფიც მსაჯულებზე განხორციელდებოდა ზეწოლა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ჩვენს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის მთავარ მოტივად მოწმეებზე შესაძლო ზეწოლას ასახელებს.
მინდა მოგახსენოთ, რომ მთავარი მოწმე პროკურატურამ დასაკითხ პირთა სიაშიც კი არ შეიყვანა. ეს გახლავთ ირაკლი ქადაგიძე. ამ ადამიანის მიმართ იმ პერიოდში, როდესაც სასამართლო სხდომები არ ტარდებოდა, თუ არ ვცდები ხუთი თუ ექვსი სატელეფონო მუქარა განორციელდა და მას ემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით. ემუქრებიან ადამიანს, რომელმაც ოც წელიწადზე მეტი ქვეყნის სამსახურში გაატარა, ემუქრებიან ადამიანს, რომელიც კრიმინალების ნასროლი ტყვიით თავშია დაჭრილი, ემუქრებიან ადამიანს, რომელიც ვახტანგ გორგასლის ორდენის პირველი ხარისხის კავალერია. მე მინდა სასამართლო საქმის კურსში ჩავაყენო ყოველივე აღნიშნულის შესახებ. გამომდინარე აქედან, მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ სხვა პოლიცილებზეც ხორციელდება ანალოგიური მუქარის შემცველი შეტყობინებები“- განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.