სკანდალი - ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე უცნობი პირი გოგონას ფოტოებს მარხავს

  00:28:34     04-09-2015

სოციალურ ქსელში ვრცლდება ახალგაზრდა გოგონას  ფოტოსურათი.

როგორც ინფორმაციის ავტორი აცხადებს, აღნიშნული ფოტო მესაფლავემ აღმოაჩინა, რომელსაც უცნობი პიროვნება მიწაში მარხავს, ამას გარდა, ფოტოს გვერდით დევს პურისგან გაკეთებული ე.წ თოჯინა ბავშვით ხელში.

როგორც ცნობილია მსგავსი ტიპის რიტუალები ე.წ ჯადოს გაკეთების დროს სრულდება.

"მეგობრებო, ხომ არ გეცნობათ შემთხვებით ეს გოგო? სასაფლაოზე მარხავს ვიღაცა ამ გოგოს სურათებს და პურისგან გაკეთებულ ადამიანს, რომელსაც მგონი ბავშვი უჭირავს ხელში. მესაფლავემ იპოვა უამრავ ადგილას" - წერს მომხმარებელი.

mediamall.ge