ჰოლივუდის ყველაზე რომანტიკული წყვილი

  11:35:13     25-03-2011

ბრიტანელების გამოკითხვის შედეგად, კინოს ისტორიაში ყველაზე რომანტიკული წყვილი გამოვლინდა. ეს საპატიო ”ტიტული” ქეით უინსლეტს და ლეონარდო დი კაპრიოს ერგოთ.

 

“მსახიობების მიერ შექმნილი ეკრანული სახეები, მილიონობით მაყურებლის გულებში ცოცხლობს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აღიქმება, როგორც სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო,” წერს საიტი “womanews.”

 

ჯეიმს კამერონის ფილმში წარმოდგენილი რომანტიკული წყვილის ისტორიამ 11 “ოსკარი” მიიღო, ხოლო ლეონარდო და ქეითი, ფილმში შესრულებული როლების წყალობით, მაყურებელს დღემდე აღაფრთოვანებს.

 

“ტიტანიკის” გმირებმა, ბრიტანულ რეიტინგში, ლეგანდარულ კლარკ გეიბლს და ვივიენ ლისაც კი გადაუსწრეს, ჰოლივუდის უკვდავი “ქარწაღებულიდან,” რომლებიც, გამოკითხვის მიხედვით, მეორე ადგილზე გავიდნენ. მესამე ადგილი, ყველაზე რომანტიკული წყვილებში, ჯულია რობერტს და რიჩარდ გირს მიეკუთვნათ, ფილმიდან “ლამაზმანი.”