თავდაცვის სამინისტრო სუიციდის პრევენციის პოლიტიკას ამკაცრებს
15:34:54     03-09-2015
თავდაცვის სამინისტრო საქართველოს
შეიარაღებულ ძალებში სუიციდის შემთხვევების პრევენციის მიზნით პოლიტიკას
რადიკალურად ცვლის. ამ თემასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა თინათინ
ხიდაშელმა, მოადგილეებთან - ანა დოლიძესა და ბესო ლოლაძესთან ერთად
სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები, რომ მსგავსი შემთხვევები ან საერთოდ აღარ იყოს ჯარში, ან მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. სწორედ ამიტომ, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დღემდე არსებული მიდგომა და პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ მსგავსი ფაქტები“, — განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და ის ინიციატივები დაასახელა, რომელიც ჯარში სუიციდის ფაქტების აღმოფხვრისა და პრევენციისთვის გატარდება.
მინისტრის თქმით, თვითმკვლელობის სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მაგრამ როგორც სტატისტიკით დგინდება, უმეტეს შემთხვევაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის ერთ-ერთ პირველ ადგილზე.
„თუ დადასტურდება, რომ პირი, რომელიც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში, იქნება ეს სამხედრო თუ სამოქალაქო, არის აზარტული თამაშებით დაკავებული, ასე ვთქვათ, არის მოსარგებლე კაზინოების და სხვა დაწესებულებების, რომელიც ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი, პირველივე შემთხვევაზე გათავისუფლდება შეიარაღებული ძალებიდან“, — ამბობს მინისტრი.
მინისტრმა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რომლის გადადგმასაც თავდაცვის სამინისტრო სუიციდის გამომწვევი ფაქტორების პრევენციის მიზნით გეგმავს.
„გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, რომლითაც შევძლებთ ამგვარი პირების იდენტიფიცირებას. ეს არ იქნება რთული. ყველა შემთხვევას გავყვებით ბოლომდე და შევეცდებით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ მსგავსი შემთხვევების შესაძლებლობა. ასეთი მექანიზმები, სამართლებრივად, არ არსებობდა და ამ ფორმას შერჩევითად იყენებდნენ, ან არ იყენებდნენ. ამჯერად საკითხს კანონი დაარეგულირებს და შესაბამისი სამსახურები ადეკვატურად იმოქმედებენ. სამხედრო პოლიციას აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა და ხედვა. ჩვენი პოლიტიკა იქნება აბსოლუტურად უკომპრომისო “, — განმარტა თავდაცვის მინისტრმა.
თინათინ ხიდაშელმა პრესკონფერენციაზე აქცენტი გააკეთა კიდევ ორ ინიციატივაზე, რომელიც ასევე უკავშირდება ადამიანის სიცოცხლეს და შეიარაღებული ძალების პრესტიჟს — ეს არის ნარკოტიკულ ნივთიერებებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულება.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავითარი კომპრომისი და დანდობა ჩვენი მხრიდან არ იქნება იმის გამო, რომ ადამიანს კარგი წარსული აქვს, რომელიმე ბრძოლაში მონაწილეობდა, ან სამშვიდობო მისიაში იმყოფებოდა. ყველას წინა დამსახურებებს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ჯარში ასეთი შემთხვევები არსებობდეს, ამის გამო ადამიანები იღუპებოდნენ და შეიარაღებული ძალების პრესტიჟსა და პატივისცემას საფრთხე ექმნებოდეს. ეს თანაბარი სიკეთეებია, რომელიც ჩვენთვის ღირებული და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენი პოლიტიკა იქნება აბსოლუტურად უკომპრომისო“, — განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა დოლიძის განცხადებით კი, აზარტული თამაშები ადამიანის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეს პრობლემებს უქმნის, შეიარაღებული ძალებისთვის კი ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ინოვაციაა, რომ თავდაცვის სამინისტროს სფეროში მომუშავე პირებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალებათ. ეს ზომა ჩვენი შეიარაღებული ძალების ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეს და პრევენციას ემსახურება. არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც ადამიანი აზარტულ თამაშებშია ჩაფლული, ფსიქოლოგიურად მასზე დამოკიდებული ხდება. ეს წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პრობლემას. ამიტომ, აკრძალვის შემოღება, რომელიც თავდაცვის სფეროში მომუშავე პირებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობაში შეუშლის ხელს, დაგვეხმარება შევინარჩუნოთ ერთიანი და ფსიქოლოგიურად ჯანსაღი შეიარაღებული ძალები“, — განაცხადა ანა დოლიძემ.
სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით თავდაცვის სამინისტროში „იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის“ გახსნაც იგეგმება. ცენტრი თავდაცვის სამინიტროს თანამშრომლებს საჭირო კონსულტაციებს გაუწევს.