ელიზაბეტ ტეილორის “უკანასკნელი გზა”
11:34:09     25-03-2011
ელისაბედ ტაილორს დღეს დაკრძალავენ. “ასოშეითედ პრესის” ცნობით, ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ “კლეოპატრას,” სამუდამო განსასვენებელს ლოს-ანჟელესში, ფორესტ-ლოუნის სასაფლაოზე, მაილ ჯეკსონის და უოლტ დისნეის გვერდით მიუჩენენ.
სააგენტოს ცნობით, დასაფლავება ძალიან მოკრძალებული იქნება. კინოვარსკვლავს უკანასკნელ გზაზე მხოლოდ ნათესავები და უახლოესი მეგობრები გააცილებენ, მათ შორის, ოთხი შვილი და 10 შვილიშვილი.
როგორც ცნობილია, ტეილორი ბოლო წლებში ავადმყოფობდა: მკურნალობდა ნარკოდამოკიდებულებაზე, სიმსივნეზე, აწუხებდა გულის დაავადებები.
მაიკლ ჯეკსონის გარდაცვალების შემდეგ, ვისთან ერთადაც ის საქველმოქმედო ფონდში მუშაობდა, მსახიობს გულის ოპერაციის გადატანა მოუწია. თებერვალში, გულის შეტევით, კვლავ მოხვდა საავადმყოფოში, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა.
ცნობილი ხდება, რომ ჰოლივუდი კინოვარსკვლავის ბიოგრაფიის შესახებ ფილმის გადაღებას აპირებს, სადაც ულამაზესი ლიზის როლს, სავარაუდოდ, ანჯელინა ჯოლი ითამაშებს.