ჩინელები კინოთეატრების ქსელს აფართოებენ

  11:31:55     25-03-2011

კომპანია “IMAX” – მა ჩინურ კორპორაცია “Wanda Cinema Line” – თან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც კომპანია ვალდებულია 2014 წლამდე ჩინეთში 75 კინოთეატრი ააშენოს. ამის შესახებ პორტალი “დედლაინი” იტყობინება.

 

“Hollywood Reporter” – ის მონაცემებით, გადაწყვეტილება ჩინეთში, უკანასკნელ წლებში, კინობაზრის ინტენსიური ზრდითაა განპირობებული. ეს პროცესი კი, ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მატულობს.

 

შესაბამისად, იზრდება კომპანიის ქსელიც, რომელმაც გასულ წელთან შედარებით, წელს 44 მილიონით მეტი მოგება მიიღო. “IMAX”  ხელშეკრულებებს მსხვილ მომხმარებლებთან დებს და საქმიანობას აფართოებს.

 

როგორც ცნობილია, კომპანიის ტექნოლოგია დიდ ეკრანზე ჩვენებაზეა გათვლილი და ოპტიმიზირებულია სამგანზომილებიანი კინოსურათისთვის. ეკრანის სტანდარტული ზომა 26-დან 16 მეტრამდეა.