აჭარის სუს-ის თანამშრომლის მეუღლეს ყელი გამოჭრეს - ახალი დეტალები

  22:28:23     02-09-2015

ხელვაჩაურის მკვიდრს დალი ფარტენაძეს ერთი სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე პოლიციამ და კრიმინალისტებმა რამდენიმე საათი იმუშავეს. 

მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. კურიერის ინფორმაციით მოკლულის მეუღლე აჭარის სუს-ის თანამშრომელია, თუმცა უკავშირდება თუ არა ხელვაჩაურის ცენტრში მომხდარი მკვლელობა ფარტენაძის მეუღლის თანამდებობას ამაზე ოჯახის წევრები არ საუბრობენ.

დალი ფარტენაძის მკვლელმა დღესვე კიდევ ერთი მამაკაცი დაჭრა. ალექსანდრე კობალაძეს თავის არეში დანით დაზიანებები ფარტენაძისთვის დახმარების გაწევის მცდელობისას მიაყენეს. მკვლელობის უშუალო თვითმხილველი პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს. კობალაძეს რამდენიმე საათი ხელვაჩაურის პოლიციაში კითხავდნენ.

დამნაშავე პოლიციამ ცოტა ხნის წინ დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

რუსთავი 2