„ნორიოს“ საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სუიციდის ფაქტი მოხდა

  13:38:43     01-09-2015

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დღეს, 06:50 სთ-ზე „ნორიოს“ საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სუიციდის ფაქტი მოხდა. 

"წინასწარი ინფორმაციით, I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის რიგითმა ტ.ფ.-მ საშტატო იარაღიდან გასროლით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია წერილი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს", — აღნიშნულია განცხადებაში.