სიქსტის კაპელას სანახავად სულაც არ არის საჭირო ვატიკანს ესტუმროთ
11:30:47     01-09-2015
სიქსტის კაპელას სანახავად სულაც არ არის საჭირო ვატიკანს ესტუმროთ და
რიგში ჩადგეთ, ამის ნაცვლად, მისი ინტერიერის და
საკურთხევლის კედელზე შესრულებული მიქელანჯელო ბუონაროტის ფრესკის
„განკითხვის დღის“ დეტალურად დათვალიერება ამ აპლიკაციითაც შეგიძლიათ.
http://www.vatican.va/various/cappelle/sistina_vr/index.html
დათვალიერებისას თქვენ თვითონ შეგიძლიათ დაარეგულიროთ რა მასშტაბით ნახავთ გამოსახულებას, შეგიძლიათ ფრესკების ერთიანი სიდიადით დატკბეთ, ან მოაახლოოთ და უმცირესი დეტალებიც კი გაარჩიოთ მაღალი ხარისხით.
ასეთი აპლიკაციები მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, უკვე საკმაოდ ბევრი მუზეუმი სთავაზობს ტურისტებს ონლაინ ექსკურსიას.
ასეთი ფოტო-მეგზურით შეგიძლიათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაშიც იმოგზაუროთ. ამ საიტიდან http://www.supremecourt.ge/tour/tour.html შენობის ინტერიერში სულ ადვილად მოხვდებით და დაათვალიერებთ სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს.