ზუგდიდში ბიზნესმენი გარდაცვლილი იპოვეს

  08:25:53     01-09-2015

ზუგდიდში ბიზნესმენი რუზგენ ჩუხუა საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ჩუხუას რამდენიმე მევალემ მიაკითხა და დაახლოებით, 10 000 დოლარის ოდენობის ვალი მოსთხოვა, რის გადახდასაც ის ვერ ახერხებდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. იკითხება ორი პიროვნება.