პრასი ნიგვზით
10:43:49     25-03-2011
მასალა: პრასი – 1 კგ, ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა, ნიორი – 4 კბილი, ქინძი – 1 კონა, ძმარი – 2 სუფრის კოვზი, დანაყილი ზაფრანა – 1/2 ჩაის კოვზი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.
ადუღებულ მარილწყალში მოვხარშოთ დარჩეული პრასი, გადავწუროთ წყალი, გავაცივოთ და ხელით გავწუროთ. თითოეული პრასის თავს მოვახვიოთ თავისივე ფოჩი და შევკრათ კონად. ნიგოზი ნიორთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში. დავუმატოთ წიწაკა, ზაფრანა, მოვასხუროთ ცხელი წყალი და ვსრისოთ ხელით, ვიდრე ზეთი არ გამოუვა. გამოხდილი ზეთი გადავწუროთ ჭიქაში, ხოლო ნიგოზს დავუმატოთ დანაყილი ქინძი, მარილი, გავხსნათ ძმარში და ამოვავლოთ მასში პრასის კონები. შემდეგ დავაწყოთ თეფშებზე და ზემოდან მოვასხათ გამოხდილი ნიგვზის ზეთი.