დაჭრა ბათუმში - რა მოხდა მაზნიაშვილის ქუჩაზე?
10:44:29     31-08-2015
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მაზნიაშვილის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც 4 გასროლა მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.