წითელი ჭარხლის ფხალი

  10:42:48     25-03-2011

მასალა: წითელი ჭარხლის ფოთოლი – 1 კგ, ნიგოზი – 100 გრამი, ხმელი სუნელები – თითო ჩაის კოვზი, მწვანილი – თითო კონა, წიწაკა, ძმარი, მარილი – გემოვნებით.

გარჩეული და გარეცხილი წითელი ჭარხლის ფოთლები ჩავყაროთ მდუღარე წყალში ისე, რომ ოდნავ იფარებოდეს და მოვხარშოთ. როდესაც მოიხარშება, გავაგრილოთ და გავწუროთ. გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დავკეპოთ. დანაყილ ნიგოზს შევურიოთ წმინდად დაჭრილი მწვანილი (ქინძი და კამა), მარილი, წიწაკა და გავხსნათ ძმარში. ეს საკმაზი შევურიოთ დაკეპილ ჭარხლის ფოთოლს და კარგად ავზილოთ. ზემოდან მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.