ქართველებმა გერმანიაში 400 000 ევროს ძვირფასეულობა მოიპარეს

  12:17:06     29-08-2015

გერმანიაში ხმაურიანი პროცესი დაიწყო. საბრალდებო სკამზე 6 ქართველი ზის, რომლებმაც 8 საიუველირო მაღაზიების ძარცვისთვის დააკავეს. ნაქურდალი ძვირფასეულობა კი საერთო ჯამში 400 ათას ევროს აღემატებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, ქურდები შენობებში სავენტილაციო მილების და გვირაბების მეშვეობით აღწევდნენ. ბოლო მაღაზია კიოლნში იყო, სადაც ჯგუფს უკვე პოლიცია ელოდა.

გერამანელი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ქართველებს დაკავებისას 6 კილოგრამი ნაქურდალი ოქრო აღმოაჩნდათ. გამოძიების ინფორმაციით, მათ საერთო ჯამში 400 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს

ქართვეელების ჯგუფი გერმანელმა სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძარცვის ბრალდებით რამდენიმე თვის წინ დააკავეს. ქართელების ჯგუფზე გამოძიება გერმანულმა მედიამაც ჩაატარა და ის სქემა გაავრცელა, რომლითაც ქართველები მაღაზიებს ძარცვავდნენ.

მათი ინფორმაციით, მძარცველები საიუველერიო მაღაზიებში სავენტილაციო მილების გავლით გვირაბებით შედიოდნენ. გამოძიებამ ნივთმტკიცებად კიბე და სამუშაო იარაღებიც იპოვნა.

საქართველოს საკონსულოში კომენტარს არ აკეთებენ.