მკვლელობა და დაჭრა ოქროყანაში - დაჭრილია პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი

  00:02:56     29-08-2015

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ მკვლელობა მოხდა ოქროყანაში. ასევე დაჭრილია ერთი პიროვნება, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალ-მაიორია.
მისი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. ცეცხლნასროლი ჭრილობა მას თავის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
რაც შეეხება გარდაცვლილს, არსებული ინფორმაციით, ის დაჭრილის ნათესავია. გარდაცვლილს ჭრილობა ასევე თავში აქვს მიყენებული. გავრცელებული ცნობით, დაპირისპირება ოქროყანაში დაახლოებთ ერთი საათის წინმოხდა, ამ დროისათვის კი სხვა დეტალები უცნობია.
შს სამინისტროში ადასტურებენ, რომ მკვლელობა და დაჭრა ოქროყანაში მოხდა, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. მათი თქმით, ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და საქმე 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.