ბორჯომში სამართალდამცავებმა სლოვაკ ტურისტებს დაკარგული ნივთები დაუბრუნეს

  11:38:37     28-08-2015

ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სლოვაკ ტურისტებს დაკარგული ნივთები დაუბრუნეს.

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სლოვაკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დაკარგული ნივთები იპოვეს და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნეს.

შსს-ს ინფორმაციით, სლოვაკეთის ორი მოქალაქეს პეტრა კ-ს და მის მეგობარს თიბორ დ-ს მიკროავტობუსით თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მგზავრობისას ტრანსპორტში დარჩათ საფულე პირადი საბუთებით, 2 საკრედიტო ბარათი, სადაზღვევო პოლისის და სამგზავრო ბარათები, 2300 ევრო და 160 ლარი.

სამართალდამცველებმა დაადგინეს მიკროავტობუსი, რომლითაც სლოვაკი ტურისტები მგზავრობდნენ, დაკარგული ნივთები იპოვეს და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნეს.