მორიგი პროვოკაცია — ორი რუსული მოიერიშე საქართველოს ტერიტორიაზე შემოფრინდა

  15:41:54     27-08-2015

"Geo-Army.ge"-ს ინფორმაციით, სოფელ კარალეთთან, ოკუპირებული ტერიტორიიდან 2 რუსული მოიერიშე ვერტმფრენი "მი-24" შემოფრინდა, რომლებმაც ავტობანამდე მიაღწიეს და უკან დაბრუნდნენ.

"რამდენიმე წუთის წინ, სოფელ კარალეთთან, ოკუპირებული ტერიტორიიდან 2 რუსული დამრტყმელი ვერტმფრენი მი-24 შემოფრინდა. ავტობანამდე მოფრინდნენ და დეფაქტო საზღვრის გაყოლებით უკან გატრიალდნენ.

ეს ყველაფერი NATO-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნის პარალელურად",  — აღნიშნავს "Geo-Army"-ს ადმინისტრაცია.