კენედის აეროპორტში ქართველმა მგზავრმა სათვალეები მოიპარა

  10:29:29     27-08-2015

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში მგზავრმა ქართველმა ქალბატონმა duty free-დან სამი სათვალე მოიპარა. მომხდარი ფაქტის გამო, რეისის შეფერხება მოხდა.

"ქართველმა ძაან სანდომიანმა ქალმა duty free-ში მოიპარა სამი სათვალე. ვზივართ ახლა და ველოდებით როდის გაზიდავენ პოლიციელები თვიმფრინავიდან ამ ქალის ამ ქალის ბარგს რომ ავფრინდეთ.  Proud to be Georgian",- წერს ქართველი მომხმარებელი.