აშშ ევროპაში, ნატოს მოკავშირეების გასაძლიერებლად, მეხუთე თაობის გამანადგურებლებს განათავსებს

  12:30:17     26-08-2015

აშშ-ის შეიარაღებული ძალები ევროპაში მეხუთე თაობის გამანადგურებლებს - F-22-ს განათავსებს, რათა ნატოს მოკავშირეები გააძლიეროს, იტყობინება აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრი დებორა ლი ჯეიმსი.

ჯეიმსი არ ავრცელებს ინფორმაციას, თუ რამდენ თვითმფრინავზეა ლაპარაკი, ასევე არ ასახელებს ზუსტ თარიღს, თუ როდის განთავსდება თვითმფრინავები. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „ეს ძალიან მალე მოხდება“.

ეს გადაწყვეტილება „თავდაჯერებულობის განმტკიცების ევროპული ინიციატივის“ ფარგლებში მიიღეს - პროგრამისა, რომელიც მიმართულია ნატოს იმ ქვეყნების მხარდაჭერისკენ, რომლებიც რუსეთისგან მომავალ საფრთხეს გრძნობენ.