”ჰით ბათუმის 2015” ფარგლებში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „მუსიკა საზღვრებს გარეშე“ გაიმართება

  11:24:03     22-08-2015

”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება. ამჯერად, 21 და 23 აგვისტოს ბათუმში, პროექტის ფარგლებში თამარ გვერდწითელის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „მუსიკა საზღვრებს გარეშე“ გაიმართება გაიმართება. ბათუმში ჩასულ დამსვენებლებს დაუვიწყარი საღამოები ელოდებათ. თამარ გვერდწითელი და მისი მეგობრები კონცერტებზე მისულ მსმენელს ნამდვილ მუსიკალურ ზეიმს პირდებიან. ფესტივალი საქველმოქმედოა და შემოსული თანხით თამარ გვერდწითელი თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება. 21 აგვისტოს, 21:00 საათზე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში მისულ მსმენელს თამარ გვედრწითელი მეგობრებთან ერთად ქართულ რეპერტუარს შესთავაზებს. საღამოზე მონაწილეობენ: თამარ გვერდწითელი, ანსამბლი 7 კაცა, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი სუხიტაშვილი სიმფონიური ორკესტრი და ბენდი 23 აგვისტოს, 21:00 საათზე ბათუმში, პიაცაზე მომღერალი და მისი მეგობრები მისულ სტუმრებს ევროპული რეპერტუარს წარუდგენს. კონცერტში ასევე მონაწილეობენ: ტენორი ალესანდრო საფინა, იტალიელი აკორდეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი, ანსამბლი 7 კაცა, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი სუხიტაშვილი სიმფონიური ორკესტრი და ბენდიკონცერტის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, სცენოაგრაფი კი ვანო ჭელიძე. ბილეთები იყიდება biletebi.ge -ზე. ბათუმის საზაფხულო თეატრისა და ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრის სალაროებში. პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები. „ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე. „ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“. პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.