უფასო მგზავრობა წიგნის კითხვის სანაცვლოდ - გაამართლებს თუ არა მსგავსი აქცია საქართველოში?
11:38:53     21-08-2015
რუმინეთის ერთ-ერთი ქალაქი სთავაზობს საკუთარ მოქალაქეებს ავტობუსით უფასო მგზავრობას, თუ ისინი მგზავრობისას წიგნს კითხულობენ. ეს იდეა ადამიანების წასახალისებლად რუმინეთის ერთ-ერთ მოქალაქეს ვიქტორ მირონს ერთი წლის წინ გაუჩნდა და ის მან საკუთარი ქალაქის მერიას შესთავაზა. ერთი წლის შემდეგ კი ვიქტორის იდეა რეალობად იქცა.
4 ივნისიდან 7 ივნისამდე ყველა მოქალაქე, რომელიც მგზავრობისას წიგნს კითხულობდა, ავტობუსით უფასოდ მგზავრობდა.
ეს იდეა ძალიან ბევრმა ადამიანმა აიტაცა. გარდა მგზავრობისას შეღავათებისა წიგნის მოყვარულებს ფასდაკლებები წიგნის მაღაზიებმა, სილამაზის სალონებმა და სტომატოლოგიურმა კლინიკებმაც კი შესთავაზეს.
23 აპრილს კი, წიგნის მსოფლიო დღეს, ყველა ადამიანს, ვისაც თან წიგნი ჰქონდა, შეეძლო უფასოდ მოენახულებინა ნაციონალური ბოტანიკური ბაღი.
ვიქტორი შეჩერებას არ აპირებს, მისი შემდეგი ნაბიჯია, მარკ ცუკერბერგიც კი ჩართოს წიგნების აქციაში, ის ყველას სთხოვს "ფეისბუქზე" პროფილის ისეთი ფოტო აირჩიონ, სადაც წიგნთან ერთად იქნებიან აღბეჭდილნი.
ვფიქრობ, ეს აქცია საქართველოშიც გაამართლებდა, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი კითხულობს ტრანსპორტში და მათთვის შესანიშნავი წახალისება იქნებოდა მგზავრობის თუ სხვა შეღავათები. გარდა ამისა, წიგნებს თაროებიდან ისინიც გადმოიღებდნენ, ვინც ახალ გამოცემებს, უბრალოდ, ინტერიერისა და ავეჯის ფერის შესაბამისად არჩევს, იმიტომ რომ ქართველებს გამოწვევები ძალიან გვიყვარს და მოდურ ტენდენციებსაც ყოველთვის ვუწყობთ ფეხს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გამოცემული წიგნების რაოდენობით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა, წიგნიერების დონე ჩვენთან მაინც საკმაოდ დაბალია და ყველანაირი გზით, თუნდაც Facebook-ზე პროფილის ფოტოს შეცვლით უნდა ვცადოთ მისი ამაღლება, სოციალურ ქსელში ინტელექტით თავის მოწონება ქართველებს არავისგან გვესწავლება და იქნებ ამდენ წიგნთან ფოტოს გადაღებისას რომელიმეს წაკითხვისაკენ მაინც გაგვიწიოს გულმა.
რუმინეთში არ ვიცი, მაგრამ საქართველოში-კითხვა მოდაშია !!!