სირიაში, მეჩეთში იარაღი აღმოაჩინეს

  10:39:13     24-03-2011

სირიის პოლიციამ ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ დერაას ალ-ომარის მეჩეთში იარაღი და საბრძოლო მასალები აღმოაჩინა. ამის შესახებ, “ასოშეითედ პრესი” იუწყება.

 

კალაშნოკოვის ავტომატ АК-47-ებთან, პისტოლეტებთან და ნაღმებთან ერთად, სამართალდამცველებმა მეჩეთში მსხვილი თანხაც იპოვეს, სირიულ ვალუტაში.

 

ქალაქის ძველი ნაწილი, სადაც ალ-ომარის მეჩეთი მდებარეობს, ანტისახელისუფლებო აქციების ცენტრი გახდა. გუშინ პოლიციასა და ასეულობით დემონსტრანტს შორის შეტაკებაც მოხდა. შედეგად, ექვსი მანიფესტანტი დაიღუპა. შეიარაღებული დაჯგუფება კი თავს დაესხა სასწრაფო დახმარების მანქანას და ექიმი, მედდა და მძღოლი მოკლეს.

 

ამ მოვლენების შემდეგ, სირიის ხელისუფლებამ, წესრიგის დასაცავად, პოლიციასთან ერთად, ქუჩაში ჯარიც გამოიყვანა. მეჩეთში აღმოჩენილ იარაღთან დაკავშირებით გამოძიებისათვის, სახელმწიფო კომისია შეიქმნა.