შსს იანვარ-ივლისის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

  11:04:04     20-08-2015

შინაგან საქმეთა სამინისტრო ივლისის თვის და იანვარ-ივლისის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სტატისტიკა ასახავს როგორც შსს-ს ასევე საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს, რომელიც მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო.

„2015 წლის ივლისის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 3302 დანაშაული, რომელთაგან 1378 დანაშაული გაიხსნა. დანაშაულის გახსნის პროცენტია 41.73%.ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.62%.

2015 წლის ივლისის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2111 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1199 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.8%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -8.1%.

2015 წლის იანვარ-ივლისის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 20438 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 11506 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.3%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.32%.

2015 წლის იანვარ-ივლისის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 14339 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 9536 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 66.5%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.81%“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.