უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

  11:22:18     18-08-2015

უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებს კიდევ ერთი ქართველის, 24 წლის გიორგი ბარათელის სიცოცხლე შეეწირა. ახალგაზრდა, რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას, ნაღმის აფეთქების შედეგად, ბუტივკის შახტასთან დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში უკრიანაში მცხოვრებმა ქართველებმა გაავრცელეს.

მათივე ცნობით, გიორგი სოხუმში დაიბადა, დედა უკრაინელი ჰყავს და იქვე გაიზარდა, თუმცა, ყოველთვის ძალიან ამაყობდა თავისი ქართული წარმომავლობით. ამბობდა, რომ საქართველოსთვის ყველაფერს გააკეთებდა.

გიორგი ბარათელი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბატალიონში მსახურობდა.