რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნები დაიწყო
17:10:59     17-08-2015
რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე სომხეთში, ჩრდილო
კავკასიასა და ყირიმში სამხედრო მანევრები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას
სამი ათასამდე საარტილერიო დანადგარი მიიღებს.
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, მანევრები ერთ თვეს გაგრძელდება. წვრთნების საბოლოო ეტაპი ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან - გრად ემიდან, ურაგანიდან და სმერჩიდან სროლებს ითვალისწინებს.