ელექტოენერგიის შემდეგ, პურიც ძვირდება...

  12:27:00     17-08-2015

ელექტროენერგიის საფასურის გაზრდის შემდეგ, შესაძლოა, პურის ფასი, მინიმუმ 10 თეთრით გაიზარდოს. "თუ  ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ფასი მინიმუმ 10 თეთრით გაიზრდება", - ამის შესახებ  "იფქლის" ხელმძღვანელობა აცხადებს. კომპანიაში ეჭვობენ, რომ ფქვილის იმპორტს ხორბლის შემომტანი კომპანიები ხელოვნურად ზღუდავენ.

აღსანიშნავია რომ მიმდინარე წლის 10 ივნისს, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 37 ლარს არ აჭარბებდა. თუმცა, ახლა, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ, 11 ივნისს, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 40 ლარი გახდა. ფქვილზე ფასების ზრდა გრძელდება... 

ექსპერტთა აზრით, ფქვილზე ფასის ზრდა, სხვა ფაქტორებთან ერთად, ლარის კურსის გაუფასურებას უკავშირდება. 

ამ ფონზე კი, ძალიან ცინიკურად ჟღერს ბატონი ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირება, ტარიფების განახევრებასა და "მესამე კარგი წლის" შესახებ. საქართველოს მოქალაქეებს, ცხოვრება უძვირდებათ...