ირაკლი ალასანია გიორგი ლობჟანიძის და არჩილ ალავიძის თანამდებობებზე აღდგენას გამოეხმაურა
09:22:32     13-08-2015
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე
ბრალდებულების თავდაცვის სამინისტროში აღდგენის ფაქტს გამოეხმაურა.
“ვულოცავ ჩემს ღირსეულ თანამშრომლებს გიორგი ლობჟანიძეს და არჩილ ალავიძეს სამსახურში აღდგენას და იმედი მაქვს სამართლიანობა დანარჩენი 3 თანამშრომლის ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის და დავით წიფურიას შემთხვევაშიც იზეიმებს, რომლებიც ასეთივე უდანაშაულო მსხვერპლი იყვნენ “კაბელების” გამოგონილი საქმის. ამ ფაქტს, ასევე ვულოცავ თავდაცვის სამინისტროს და მთელ საზოგადოებას”, – ნათქვამია ირაკლი ალასანიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები თავდაცვის სამინისტროში აღადგინეს. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. როგორც უწყებაში განაცხადეს, დეტალებთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.