უგემრიელესი ნამცხვარი "ციყვი"
22:02:30     12-08-2015
ეს ჰაეროვანი ნამცხვარი, რომელსაც "სინაზესაც"
უწოდებენ, მე-20 საუკუნის განოყოფელი, უგემრიელესი ნაწილია, რომელიც ბევრ
თქვენგანს ბავშვობის დაუვიწყარ დროს მოგაგონებთ და მის გემრიელ
ტკბილ ხანაში დაგაბრუნებთ.
მომზადება:
200 გრ. შერბილებული კარაქი და 2 ჩაის ჭიქა შაქარი კარგად შეურიეთ ერთმანეთს, გათეთრებამდე. უმჯობესია ხელით მოზილოთ, კარაქი, რომ ძალიან არ გადნეს;
დაუმატეთ 6 კვერცხი რიგ-რიგობით. 200 გრამი მაწონი, ვანილი და დაუმატეთ 2 ჩაის ჭიქა ფქვილი. შესაძლოა ფქვილი ცოტა მეტიც;
დასასხმელი ცომი უნდა გამოვიდეს სქელი, არაჟანივით;
გამოსაცხობ თუნუქის ფურცელზე დააფარეთ გამოსაცხობი ქაღალდი (მანამდე ცხიმი). დაასხით ცომი და გამოაცხვეთ. როცა გამოცხვება გააციეთ;
ბისკვიტი ჭიქით დაჭერით. დარჩენილი ნაკუწები დაფშვენით, ნამცხვარზე მოსაყრელად;
კრემი:
აადუღეთ 1 ლ/ რძე და გააგრილეთ;
ცალკე ათქვიფეთ კვერცხის 2 გული და 1 1/2 ჭიქა შაქარი. + 1 ჭიქა ფქვილი;
ეს მასა ნელ-ნელა ჩაუმატეთ შეგრილებულ რძეს;
დაბალ ცეცხლზე, გაზზე წამოადუღეთ, თან ურიეთ, არ მიგეწვათ;
როცა კრემი შესქელდება, წამოდუღდება, გამორთეთ და შეაგრილეთ;
ბოლოს შეათქვიფეთ 100 რამი კარაქი და ვანილი;
„ციყვის“ უკვე დაჭრილი მრგვალი ბისკვიტები შუაზე გაჭერით და კრემი წაუსვით. შეაერთეთ და ზემოდანაც და გვერდებიდანაც გადაუსვით კრემი. მოაყარეთ დაფშვნილი ბისკვიტი.
ძალიან გემრიელი და ფაფუკი გამოდის, ასე რომ, გემრიელად მიირთვით!