შსს-მ ბუპრენორფინის შემცველი 61 აბი ნარკოტიკი ამოიღო

  10:06:05     12-08-2015

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1966 წელს დაბადებული ირმა მ. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 61 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,5023 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ).