ახმეტაში პოლიციელი თავის არეში დაჭრეს

  10:08:22     11-08-2015

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომელს ელიზბარ პატარკაციშვილს თავში ცეცხლსასაროლი იარაღიდან ესროლეს. 

შსს-ს ინფორმაციით, ახმეტის რაიონულ სამმართველოში ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინება შევიდა, თუმცა, ადგილზე მისულ პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს.

 პოლიციელს ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლა, მისი მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტს შს სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც "პრესა.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:

"შსს-ს ახმეტის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება სოფელ ზემო ალვანში ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ. შემთხვევის ადგილზე გასულ პოლიციელებს მოქალაქე ელიზბარ პ-მ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთ-ერთი სამართალდამცველი თავისა და გულმკერდის არეში დაიჭრა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მოხდა სპეციალური დანიშნულების დანაყოფის მობილიზება. წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შედეგად თავდამსხმელი დაკავებულია.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით)".