ტაქსის მძღოლმა ორსული ქალის ტყეში შეტყუება სცადა - რა მოხდა თელავში?

  12:34:56     10-08-2015

თელავში ტაქსის მძღოლი ორსული ქალბატონის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. როგორც ცნობილია, 29 წლის მამაკაცმა დანიშნულების ადგილზე მიყვანის ნაცვლად ქალბატონის შუამთის ტყეში წაყვანა სცადა.

შსს პრესსამსახურის განცხადებით, პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ქალბატონის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.