ვარსკვლავები იაპონიის დასახმარებლად ერთიანდებიან

  11:39:42     23-03-2011

U-2, რიჰანა და მსოფლიო შოუ-ბიზნესის სხვა ვარსკვლავები, მიწისძვრისაგან დაზარალებული იაპონელების დასახმარებლად, ალბომს ჩაწერენ.

 

დისკის გაყიდვისაგან შემოსული თანხა, ცუნამისა და მიწისძვრისაგან დაზარალებულთა ფონდში და იაპონიის წითელ ჯვარში გადაირიცხება. ამის შესახებ “როიტერი” იუწყება.

 

ალბომი კვირის ბოლოს უკვე მზად უნდა იყოს, თუმცა მონაწილე მომღერლების და ჯგუფების საბოლოო სია ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

 

როგორც ვარაუდობენ, ჩაწერაში, შესაძლოა, მონაწილეობა ლედი გაგამაც მიიღოს. მან უკვე შეიტანა წვლილი იაპონელების დახმარების საქმეში და სპეციალური სამაჯაურების გაყიდვიდან შემოსული თანხა დაზარალებულებს გადაურიცხა.