სასტიკი მკვლელობა სამტრედიაში - მამაკაცი საკუთარი სახლის წინ მოკლეს

  13:48:27     07-08-2015

მკვლელობა მოხდა სამტრედიაში, მოკლულია  41 წლამდე მამაკაცი გიორგი გიორგაძე. ის საკუთარი სახლის წინ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ბასრი საგნით მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული.

მომხდარს შს სამინისტროში ადასტურებენ.

პოლიციისთვის  ბრალდებულის ვინაობა ცნობილია. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები მის დასაკავებლად.

საქმეზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

„პრესა.ჯი“ მომხადრის დეტალების გარკვევას სამტრედიის გამგებელთამ ვალერიან ცხვერიასთან შეეცადა.

- რა იცით მომხდარი მკვლელობის შესახებ?

- მოკლულია გიორგი გიორგაძე, ის დაახლოებით 40 წლის მამაკაცია, hყავს ცოლ-შვილი. რაც შეეხება მკვლელობას, მეტი არაფერი ვიცი. ამბობენ, საკუთარ სახლთან მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ეჭვმიტანილმა და გაიქცაო. მას პოლიცია ეძებს.

- მკვლელობის მოტივად რა სახელდება?

- არ ვიცი, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. რამ გამოიწვია კონფლიქტი უცნობია.